ივანიშვილმა იპოდრომის არამოგებიანი აქტივი მოიშორა, 79 000 კვ.მ თავისთვის დაიტოვა – აბესაძე

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი გადასცა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამომგებიანია.

მისი თქმით, იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია, დაახლოებით 79 ათასი კვადრატული მეტრი ქართული ოცნების თავმჯდომარემ თავისთვის დაიტოვა.

“ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია მიმდინარე წლის ივნისში დაყო რამდენიმე ნაწილად. ქალაქს უბრუნებს მხოლოდ ცენტრალურ მოედანს, სადაც თეორიულად ვერანაირი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების განხორციელების ინტერესი ვერ ექნება. ამას უბრალოდ საზოგადოება არ დაუშვებს როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა არსებობდეს მომავალში და სამაგიეროდ, ის საკუთრებაში იტოვებს დაახლოებით 79 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთს, სადაც ის როგორც ჩანს აპირებს საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელებას და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. რეალურად, მან მოიშორა არამომგებიანი აქტივი და დაიტოვა შემდგომი განვითარებისთვის იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი.

ცნობისთვის, ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია თბილისს გადასცა, რომელზეც ქართული ოცნება ცენტრალური პარკის გაშენებას გეგმავს. იპოდრომის ტერიტორია 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კომპანია ინვესტ კაპიტალს ეკუთვნოდა. 2020 წელს ქართული ოცნების თავმჯდომარის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას (ფონდი ქართუ) ტერიტორია 60 მილიონად მიჰყიდა.

პოპულარული

ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმას აპროტესტებენ

ჩეხეთის მმართველი კოალიცია, პრაღაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და...

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა, აალდნენ!”- ნინო ნადირაძე

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი...

უკრაინის სასამართლომ არახამიას შესაძლო კორუფციულ კავშირებზე გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 ნოემბერს გენერალურ პროკურორ ანტონ...

“ოცნების” ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი – ხიდაშელი კობახიძეზე

"ოცნების" ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი" ...

უკრაინელებმა დრონებით კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის...

ირანის მუქარის გამო, ამერიკამ ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან ავიაციის ნაწილი გაიყვანა

აშშ-მ ინგლისში, RAF Mildenhall-ის ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავების ნაწილი სხვა...

მაია სანდუ: მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც...

ყველა ამბავი

ირანის მუქარის გამო, ამერიკამ ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან ავიაციის ნაწილი გაიყვანა

აშშ-მ ინგლისში, RAF Mildenhall-ის ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავების ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხის შესახებ მიღებული სადაზვერვო...

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21 ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ინფორმაციას...

არ ვაპირებ რეჟიმთან თანამშრომლობას და ასე იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში – მუსელიანცის წერილი ციხიდან

პროევროპული აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად არაერთი კორესპონდენციისა, რომელშიც მას შეწყალების...

თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? – გვარამია ნადარაიას

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ,...

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს,...

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს - ამ სათაურით აქვეყნებს...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიწერილ წერილში ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მოუწოდა, „სამართლიანი წვლილი“...

პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, ბიზნესმენმა რომელიც პატიმრებს უვარგისი, მატლებიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების მომარაგების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო."პატიმრების...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები შეიყვანა. რა ვიცით რუსეთის დელეგაციის წევრების - ვლადიმირ მედინსკის, სერგეი...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე...

Reuters:რუსული ბოტები საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ვითარების გამწვავებას ცდილობდნენ

როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის თანახმად, რუსული ბოტების ქსელი „მატრიოშკა“ საფრანგეთის მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით...

დედამიწა სულ უფრო სწრაფად თბება და სითბოს დაგროვების ტემპიც მატულობს–ახალი ანგარიში

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწა სითბოს სულ უფრო სწრაფად აგროვებს. 2026 წელი დაკვირვებების ისტორიაში ოთხ ყველაზე ცხელ წელს...