მითების დეტექტორმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია გამოავლინა

მედიის განვითარების ჯგუფმა – მითების დეტექტორმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია გამოავლინა.

გთავაზობთ მითების დეტექტორის კვლევას უცვლელად : 

28 იანვარს TV Pirveli-ს გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად ივერი მელაშვილი იმყოფებოდა. თავისი სტუმრობის ბოლოს ის საზღვრის სადავო მონაკვეთის დადგენის პროცესს შეეხო, ამ მონაკვეთიდან სხვადასხვა მედია საშუალებამ თუ პოლიტიკურმა აქტორმა მხოლოდ რამდენიმე წინადადება ამოჭრა და ფართოდ გაავრცელდა. აღნიშნულ ფრაგმენტში ნახსენებია სიტყვები “როგორ არის შენი, როცა არ არის შენი,” რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მელაშვილი გარეჯის კუთვნილებას სრულად უარყოფს.

გადაცემის მომდევნო დღეებში ულტრანაციონალისტური და პროსახელისუფლებო ჯგუფების მიერ ამ სიტყვების მანიპულაციურმა, კონტექსტის გარეშე გამოყენებამ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კამპანიური ხასიათი მიიღო, რაც კარტოგრაფების დისკრედიტაციას და მათ სამშობლოს მოღალატებად წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

კარტოგრაფების წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთვნენ: 

  1. სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები და ფეისბუკ ანგარიშები
  2. საჯარო მოხელეები
  3. ულტრანაციონალუსტი აქტორები
  4. სასულიერო პირები
  5. ქლიქბაიტ საიტები, რომელთა IP მისამართები რუსეთშია (მოსკოვი, პეტერბურგი) განთავსებული;
  6. კრემლისტური აქტორები.

ვიდეოს ნაწილი სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდებოდა. მელაშვილი სადავო ტერიტორიების საკითხზე საუბარს ქვეყნის ინტერესების დაცვისა და მეზობელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მნიშვნელობის ახსნით იწყებს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერო თუ სასულიერო პირების მხრიდან საქმის გახმაურებითა და “აჟიტირებით” მოლაპარაკების შესაძლებლობა შეიზღუდა და ქვეყნის ინტერესები დაზარალდა, აქვე ხნის მოლაპარაკების არსს და ხაზს უსვამს, რომ ის სამართლებრივ სტატუსზე საუბრობს და არა ისტორულზე. 

მელაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა კრემლისტური და ულტრანაციონალისტური ჯგუფებისთვის, ისტორიული ტრავმების გაღვივებით, ისრები რუსეთის დღევანდელი ოკუპაციიდან ისტორიულ ოკუპაციაზე გადაეტანათ.

  • რა თქვა TV პირველის ეთერში ივერი მელაშვილმა?

TV პირველის “რეაქციის” სტუდიის დატოვებამდე ივერი მელაშვილი მიმდინარე გამოძიების პროცესს შეეხო და აღნიშნა: “მთელს ამ საქმეში, მთელს ამ სიბინძურეში ყველაზე დიდი სიცუდე ის არის, რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება.” წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს პროცესი მიზანმიმართულია, კარტოგრაფმა დადებითად უპასუხა და განმარტა, რომ თუ ეს პროცესი მართული არ იყო, მაშინ მოლაპარაკების გზას არ გადაუხვევდნენ და გამოძიების საჭიროების შემთხვევაში, მას არ გაახმაურებდნენ, რადგან სწორედ ეს რადიკალიზაცია და პოპულისტური ნაბიჯები ვნებს და აფერხებს მოლაპარაკებებს.

ივერი მელაშვილი: “სამწუხაროდ, მთელს ამ საქმეში, მთელს ამ სიბინძურეში ყველაზე დიდი სიცუდე ის არის, რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება და მეორე ქვეყანასთან ანუ შენს პარტნიორ ქვეყანას…

ინგა გრიგოლია: ეს მომხვდა ყველაზე მეტად დღეს თქვენ რაც თქვით და ვიდრე თქვენ მობრძანდებოდით, შესავალშიც მქონდა გამოტანილი ანუ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მტრულ რეჟიმში…

ივერი მელაშვილი: ვაფუჭებთ ურთიერთობას

ინგა გრიგოლია: მიზანმიმართულია ეს თქვენი აზრით?

ივერი მელაშვილი: მიზანმიმართულია იმიტომ, რომ თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში, შეიძლება ამ ყველაფერში გარკვევა. თუნდაც თუ გამოძიების წარმოება გინდა მაინც და მაინც, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება, არიქა, თურმე სადღაც რაღაც გვაქვს, არა ჩვენია. კი არ ამბობ, ეუბნები, რომ მოდი ვიმსჯელოთ, არა, ჩვენია გინდა თუ არა. ეს არის გაფუჭება, ეს ჩათვალეთ, რომ აი, როგორ არის, იცით, მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება ის არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, რაღაც მეორედან და თანხმდები რა, ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს და როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა, ეს ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის შენი? არა გაქვს ამისი საფუძველი არა გაქვს და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და იქ კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია? არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ მოლაპარაკების ის საშუალება, რაც აქამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორს.”

საუბრისას მელაშვილი შეეხო არა მონასტრის ისტორიულ კუთვნილებას, არამედ ტერიტორიის სამართლებრივ დაკანონებას, რაც დღემდე არ არის დადგენილი. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მხარეებს შორის მსჯელობა და მოლაპარაკება შეფერხდება და შეჩერდება, ამით პრობლემა ვერ აღმოიფხვრება.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მონასტრებიდან, ერთ-ერთი, ბერთუბნის მონასტერი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადავოა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების სამართლებრივი მდებარეობა. ამ საკითხის განხილვისას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც სამთავრობო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს, განცხადებაში ვკითხულობთ:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 19 ოქტომბერი: “დღესაც, საზღვრის ხაზი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩიჩხიტურის სერსა და იქ მდებარე კოშკზე გადის, რაც მრავალ უხერხულობას ქმნის. ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ხსენებული ტერიტორია გარეჯის სამონასტრო კომპლექსითურთ საქართველოს შემადგენლობაში დარჩეს. ეს შეიძლება გადაწყდეს მთავრობათშორისი მოლაპარაკების შედეგად.
ვფიქრობთ, სადავო საკითხის გადასაჭრელად ოთხი ძირითადი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული: 1) ისტორიული, 2) კონფესიური, 3) სამართლებრივი და 4) პოლიტიკური.
ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი, ანექსირებული საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი აზერბაიჯანთან გარეჯის პარამეტრზე არ უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო საზღვრად. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხში უნდა დაიკავოს უაღრესად პრინციპული პოზიცია (საქმე ეხება დაახლოებით 500 ჰა სადავო მონაკვეთს).”

აკადემიის განცხადების მონაკვეთი, სადაც ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარია ნახსენები, 1929 წლის 18 თებერვალს ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის „გარეჯის ზამთრის საძოვრების და ელდარ სამუხის ზამთრის საძოვრების შესახებ“ მიღებულ დადგენილებას ეხება. ამ დადგენილებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარმა ჩიჩხიტურის სერსა და ცალკე მდგარ კოშკზე გაიარა, რის გამოც უდაბნოს მონასტერი და წამებულის კომპლექსი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

2020 წლის სექტემბერში რუსეთთან დაკავშირებულმა ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა “ახალი” 1: 200 000 მასშტაბის რუკები წარმოადგინა, რუკების არსებობის შესახებ სპეციალისტებისთვის იქამდეც ცნობილი იყო, თუმცა საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენობდა, რადგან ისინი 1929 წლის დადგენილების სამართლებრივ ველში შეიქმნა. ამას ემატება ისიც, რომ მელაშვილის განმარტებით, რუკებს ტექნიკური ხარვეზები აქვს. ამას გარდა, 1996 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებაც ხაზგასასმელია.

1996 წლის 13 ივნისს ორივე ქვეყნის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამთავრობო კომისიის სხდომის ფარგლებში, აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთობლივი შეთანხმების ოქმს მოაწერეს ხელი. ოქმის მიხედვით, მოლაპარაკებების პროცესში კომისიები იხელმძღვანელებდნენ არა 1929 წლის შეთნახმებით (ან მის სამართლებრივ ველში შექმნილი რუკებით), არამედ 1938 წლის სასაზღვრო შეთანხმებით. ხოლო დავით ხიდაშელის მიერ მოპოვებულ რუკებში დავით-გარეჯის მონაკვეთი 1937 წელს დაიბეჭდა და შესაბამისად, 1938 წლის შეთანმხებაში არ შედიოდა.  1996 წელს ხელმოწერილი ოქმიდან ირკვევა ისიც, რომ მხარეები დაეყრდნობოდნენ მსხვილმასშტაბიან (1: 500 000) რუკებს, ხოლო 1: 200 000 მასშტაბის რუკები (რომლის დამალვასაც ედავებიან მელაშვილსა და ილიჩოვას და რომელიც დავით ხიდაშელმა მოიპოვა) შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარის 100% შეთანხმებული არ ყოფილა და უძველესი ქართული ძეგლის  მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მოსაქცევად მოლაპარაკებები დღემდე მიმდინარეობს. სწორედ ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობდა ივერი მელაშვილი “რეაქციაში.” მოგვიანებით თავადვე განმარტა, რომ სხვადასხვაა ისტორიული და სამართლებრივი კუთვნილება და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლის თითოეული ნაწილის დასაბრუნებლად მეზობელ სახელმწიფოსთან სამართლებრივ-პოლიტიური მოლაპარაკება ერთადერთი გზაა და მხოლოდ პოპულიზმით მიზანი არ მიიღწევა.

ივერი მელაშვილი, 29 იანვარი: “დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, ჩვენი რელიგიის. ამაზე ვერც შემოგვედავება ვერავინ. აქ პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილია გარკვეული საზღვარი. ეს საზღვარი მოქმედებს. თუ ვინმეს მაინცდამაინც პოპულისტური განცხადება უნდა ჩემგან, რა თქმა უნდა, დავიწყებ გულში ხელების ბრახუნს და ვიტყვი, სულ ჩვენია ყველაფერი იქით, ფოილოს ხიდამდე ჩვენია, მაგრამ არის ასე? არ არის. იყო ერთ დროს, კი ბატონო. იყო საზღვარი ფოილოს ხიდზე, არ არის დღეს. ამოვდივართ სამართლებრივად. უნდა თქვა, კი ბატონო, შენია, კულტურული, რელიგიური, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენია, მაგრამ თუ გინდა, რომ მიზანს მიაღწიო მოლაპარაკებებზე, უნდა მოიქცე სწორად. ზედმეტ და პოპულისტურ განცხადებებს თავი უნდა დაანებო”

  • რომელი ჯგუფები მონაწილეობენ მელაშვილი-ილიჩოვას წინააღმედგ მიმართულ კამპანიაში?

თავდაპირველად ივერი მელაშვილის განცხადების უკონტექსტოდ გავრცელება ულტრანაციონალისტურმა და პროსახელისუფლებო ჯგუფებმა დაიწყეს, მოგვიანებით კი ილიჩოვასა და მელაშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებაც გაისმა, მათ შორის ისიც, რომ მათ პროფესიული განათლება არ აქვთ. მიმდინარეობს ილიჩოვას დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, ასევე მელაშვილის დისკრედიტაცია მისი ოჯახური ურთიერთობების შესახებ გავრცელებული ჭორით.

პოპულარული

დაკავებული პენსიონერებს დახმარების დანიშვნას დაჰპირდა, მათი მონაცემებით სესხები აიღო – შსს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების...

მიგრანტებმა საფრანგეთი ხელში ჩაიგდეს – უნდა ჩაკეტონ საზღვრები – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა...

“დაიხარჯა ₾722 645” – “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის...

ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს – ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება,...

ყველა ამბავი

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  დანაშაულის ჩადენის...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ  დიზელზე, მერე კი  რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000 მბ)50 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 29₾400 წთ...

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...