ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ- ლადო კახაძე

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ლადო კახაძის აზრით, ყველა ადამიანი დაბადებიდან მაჟორიტარია, ხოლო შემდეგ აყალიბებს საზოგადოებას და პარტიას.

,,მე მაქვს ასეთი ნათქვამი ხმამაღლა, სატელევიზიო სივრცეშიც, უმრავლესობაშიც და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრი იცის. ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ. ინდივიდები ხართ, მაგრამ მერე, გარკვეული დროის მერე თქვენს ცხოვრებას უკავშირებთ ერთმანეთს, ქმნით საზოგადოებას, ქმნით გუნდს. აი, ეს გუნდი ამაყია თითოეული თქვენგანის შენატანი წვლილით, როგორც ინტელექტუალური, ასევე ბრძოლისუნარიანი და ბევრი რამ.

მე ვთვლი, რომ საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ თავისი მაჟორიტარებისგან, თავისი კარგად ორგანიზებული ადამიანისაგან, შექმნან პარტიები”,- ამბობს კახაძე.