ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იმყოფებოდა (ვიდეო)

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ატრაქციონის ჩამოვარდნის ამსახველი ვიდეო, ერთ–ერთმა მოქალაქემ გადაიღო. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

კადრში ჩანს, რომ ბავშვმა დაზიანებული ატრაქციონიდან გადმოსვლა თავად მოახერხა და ის არ დაშავებულა.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ სკვერში ატრაქციონი დაზიანდა.