მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაციაში – ბაია პატარაია ანუკი არეშიძეს აკრიტიკებს

“მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე თებერვლის ბოლოს და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაში’- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს და თბილისის მერის ცოლს ანუკი არეშიძეს აკრიტიკებს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და ახლა უკვე საქართველოშია. როგორც ბაია პატარაია აცხადებს ის საზოგადოებას ცუდ მაგალითს აძლევს რადგან 1 დღეც კი არ ყოფილა თვითიზოლაციაში. 

„აგერ დიზაინერი ანუკი არეშიძე (კალაძის ცოლი) მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე თებერვლის ბოლოს და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაში. ჰოდა, რა ჰგონია თბილისის მერს და მის ოჯახს, რომ ქოცობა დაიცავთ კორონავირუსისგან? რა მაგალითს იძლევიან? თუ თვითიზოლაციის წესი ბობოლებზე არ ვრცელდება?ზუსტად ასეთმა იდიოტურად თავდაჯერებულმა „დირეხტორმა“ მოსდო ვირუსი ხალხს“, -წერს ბაია პატარაია. 

ამავე თემაზე : 

“ვარ სრულიად ჯანმრთელი” – ანუკი არეშიძის პირველი კომენტარი მილანში ვიზიტის შესახებ