არავითარი შურისძიება, რევოლუცია, არეულობა- ვიგებთ არჩევნებს – გრიგოლ ვაშაძე

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რევოლუცია სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც აგებს, გაერთიანებული ოპოზიცია კი ყველა სისტემით მოიგებს არჩევნებს.

,,ჩვენ [გაერთიანებული ოპოზიცია] არჩევნებს მოვიგებთ ყველა სისტემით – 2018 წელი იყო უვერტიურა, ახლა იქნება პირველი აქტი, ხოლო მეორე და მესამე აქტი იქნება საქართველოს ყველა ოჯახში კეთილდღეობის მატება. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარი შურისძიება, არავითარი რევოლუცია, არავითარი არეულობა. რევოლუცია სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აგებს, დღევანდელი თვალსაზრისით ხელისუფლებამ უნდა მოგვიწყოს რევოლუცია, რათ გვინდა ჩვენ რევოლუცია – ვიგებთ არჩევნებს”,- ამბობს ვაშაძე.