აშშ–ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტიმა ერთხმად მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მთავრობას უკრძალავს ყირიმი რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიაროს.
დოკუმნეტით იკრძალება ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებსაც შესაძლოა ნახევარკუნძულზე რუსეთის იურისდიქციის დე იურე ან დე ფაქტო აღიარება მოჰყვეს. კანონპროექტში გაწერილია აშშ–ს პრეზიდენტის საგამონაკლისო უფლება იმ შემთხვევისთვის, თუ სახელმწიფოს მეთაური გადაწყვეტს, რომ ეს აშშ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
წარმომადგენელთა პალატაში და სენატში დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. მას უფლება აქვს ინიციატივა უარყოს ან კონგრესს თავისი შენიშვნებით დაუბრუნოს. თუმცა კონგრესს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია, თუ ორივე პალატის ხმათა ორი მესამედი მას მხარს დაუჭერს. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში მას ვეტოს დაძლევა არ დასჭირდება.