ავსტრალიის ზოოპარკის მომვლელმა კარანტინში მყოფთა გასამხიარულებლად პირდაპირ ეთერში იცეკვა(ვიდეო)

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ზოოპარკმა პირდაპირ ეთერში ვოლიერების მაცხოვრებელთა ლაივ ვიდეოების ჩართვა დაიწყო. სამეთვალყურეო კამერების პირდაპირი ტრანსლაცია ზოოპარკმა იმ ადამიანების გასართობად გადაწყვიტა, ვინც კორონავირუსის გამო კარანტინში ან თვითიზოლაციაში აღმოჩნდა. თუმცა ყველაზე პოპულარული გახდა ვიდეო, რომელშიც ცხოველები საერთოდ არ ჩანან. ზოოპარკის ერთ–ერთმა მომვლელმა გადაწყვიტა კორონავირუსის გამო კარანტინში გამოკეტილი ხალხი თავისებურად გაემხიარულებინა და ჟირაფების ვოლიერში კამერის წინ იცეკვა. ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში მომენტალურად გახდა პოპულარული.