ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალციხეში 3 არასრულწლოვანი დაშავდა

ახალციხეში  ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 მცირეწლოვანი დაშავდა.   სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები ახალციხის კლინიკა “იმედში” გადაიყვანა. ერთი არასრულწლოვნი კი, რომლის მდგომარეობა მძიმეა თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო.