ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს პროკურატურაში გამოკითხავენ სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას.
ბაჩანა შენგელია პროკურატურაში გუშინ დაიბარეს, თუმცა მისივე თხოვნით, გამოკითხვა დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.