ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი არ ხართ, როცა ლანძღავენ- წულუკიანი სახალხო დამცველს

,,თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი”,- მიმართავს წულუკიანი ნინო ლომჯარიას.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სახალხო დამცველს დააგვიანდა ანრი ოხანაშვილის მცირეწლოვანი შვილების დაცვა.
,,ახლახანს მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც”,- ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, არ არსებობს მაგალითი, როდესაც სახალხო დამცველმა პოლიციელი, დეპუტატი , მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცვა.

ომბუდსმენმა , ნინო ლომჯარიამ, დღეს ანგარიში გამოქვეყნა, რომელშიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.