დამთავრდა საუბარი ნაცმოძრაობაზე, დაელოდონ 2024 წლის არჩევნებს – კობახიძე
"დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მე მგონი, არც მოუწევთ ლოდინი იმიტომ რომ ნაცმოძრაობა მანამდე დამთავრდება. დღეს დამთავრდა საუბარი "ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ა.შ. ხვალიდან იწყება საუბარი იმაზე, თუ რა...
ჯერ არაფერი დამთავრებულა, ვიცავთ თითოეულ ხმას – ზურა ჯაფარიძე
"ის რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ იმ პროცესში, რასაც საქართველოში ვეძახით არჩევნებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვესმის სინამდვილეში რა პროცესია ეს. ეს არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები....
რა სახეებით დგანან, წაგებაც უნდა მიიღოთ, მოგიწევთ აღიარება – კალაძე ოპოზიციას
"შეხედეთ, რა სახეებით დგანან. წაგებაც უნდა მიიღოთ, მეგობრებო, უნდა იცოდეთ გამარჯვების და წაგების ფასიც. უნდა აღიაროთ, მოგიწევთ აღიარება. ეს არის თბილისის არჩევანი, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კახა კალაძეს...
დაფიქსირდა 13 ინციდენტი, ძირითადად არ გასცდენია სიტყვიერ შელაპარაკებას – პაპუაშვილი
ქართული ოცნების სპიკერი, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 13 ინციდენტი დაფიქსირდა.
"ჩვენ აღვრიცხავდით ინციდენტებს. მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანებიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თითქოს იყო რაღაც აყალმაყალი,...
ოპოზიცია გამარჯვებულია, ჩემი სურვილია, შეწყვიტოს შიმშილობა – მელია სააკაშვილზე
"კოალიციურმა ერთობამ მოიტანა თავისი შედეგი, დაარწმუნა დამატებით ათი ათასობით თბილისელი, რომ ღირს იმ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც ისტორია დაიწერებოდა და ისტორია დავწერეთ. რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის,...
ფონიჭალაში სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით – მელია
თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ფონიჭალაში კოალიციამ მოიგო სამივე საარჩევნო უბანი.
მისი თქმით, შედეგები უკვე დაითვალეს, ვინაიდან არჩევნები ამ უბნებზე ელექტრონულად ტარდებოდა.
"პირველადი შედეგები მოდის თბილისის სხვადასხვა უბნებიდან. მოგეხსენებათ, კრწანისში,...
არსებობს ერთი ეგზიტპოლი და არსებობს გვარამიას სიზმრები – კობახიძე
"უბნების ნახევარი არის დათვლილი კრწანისის რაიონში. მონაცემები არის შემდეგი - კახი კალაძე 57.5%, ნიკა მელია 42.5%. ეს ადასტურებს, რომ კახა კალაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თითქმის 100 ათასი ხმით აქვს...
იმედი რომ ასეთ %-ს წერს, ნიშნავს, რომ ყველა ქალაქში გადაგლეჯილები არიან – ჯაფარიძე
"16 მილიარდიანი ბიუჯეტით, 0.5 მილიონი ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ადამიანით, ქურდებით, საპატრიარქოთი, სუსით და პოლიციით, იმედი რომ ასეთ %-ს წერს, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი არჩევნების პირობებში გადაგლეჯილები არიან ყველა ამ ქალაქში....
გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან – მელია
"ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკისგან. პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ძველი ბიჭებით, რომლებიც არიან ამოფარებული პოლიციელებს და პროკურორებს აი ასე ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ...
ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში – კალაძე
"გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელთ არა უბრალოდ გამარჯვება - ღირსეული გამარჯვება. დიდი მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს.
დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, ეს არის...