დაბადების დღეს არ ვიხდი, მინდა მაგალითი მოგცეთ, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ ცოტა ხნით- ზურაბიშვილი (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის დღეს დაბადების დღეს არ იხდის, სახლში არც მეგობრები და არც ოჯახის წევრები არ ჰყავს, რითაც უნდა რომ ხალხს მაგალითი მისცეს, რომ ეს ყველაფერი ცოტახნით გადადონ.

,,ამ მიმართვით მინდა იმის მაგალითი მოგცეთ, რომ მე დღეს არც მეგობრები არ მყავს სახლში და არც დაბადების დღეს ვიხდი. უნდა შევიგნოთ, რომ არ არის დრო, არც დაბადების დღის გადახდის, სამწუხაროდ, არც ქელეხის, არც ქორწილის, ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ, მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ მათ არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე”,- ამბობს ზურაბიშვილი ,,ფეისბუქ” ლაივში.

მისი თქმით, მომავალი დღეები და კვირები უფრო რთული იქნება, მაგრამ საქართველო გაიმარჯვეს, თუ ხალხი ცივილიზებული ერივით მოიქცევა.