დაცვის მხარე ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

გამომძიებელ მარიანა ჩოლოაინის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა. მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა, რომ დაცვის მხარე ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

ადვოკატების საჩივართან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.