დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებაზე დღეს იმსჯელებენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე დღეს მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში იმსჯელებენ.

შუამდგომლობა ჯერ კიდევ თებერვალში უნდა განეხილათ, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა დეკანოზი სასამართლოში ვერ გადმოიყვანა, მიზეზად კი თავად დეკანოზის უარი დაასახელა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრში თვლიან, რომ პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის ინტერესების დაცვის მოტივით, რეზონანსული საქმის საჯარო განხილვას თავს არიდებს. შუამდგომლობა ორგანიზაციამ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეიტანა და განაჩენის აღსრულებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე ითხოვს.