დიდ დიღომში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

„აუდის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი სავარაუდოდ ძრავში გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადა და სამართალდამცველები გამოიძახეს.

მომხდარის მიზეზს შესაბამისი სამსახურები არკვევენ.