{{ARTICLEIMAGE}}
ეკონომიკის მინისტრი მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი ღარიბია. გიორგი ქობულიას განცხადებით, მან რამდენიმე დღის წინათაც თქვა, რომ ხალხი ძალიან გაჭირვებულია.
“კონკრეტულად მე ვთქვი, რომ ხალხს უჭირს, ძალიან უჭირს და თუ გადაახვევთ ჩემს ჩანაწერს, ძალიან კარგად წაიკითხავთ და კარგად მოისმენთ, რომ ასეთი რამ არ მითქვია. მე ვთქვი, რომ ხალხს ძალიან, ძალიან უჭირს. საქმე იმაშია, რომ ხალხს იმდენად უჭირს დღესდღეობით, იმიტომ, რომ ყოველი მე-5 ღარიბია, როგორ შეიძლება, ჩვენ ვთქვათ, რომ ხალხს არ უჭირს. ეს ხომ აბსოლუტურად არ არის მართალი და ეს ხომ ტყუილია. მე ვთქვი, რომ ეს გასაჭირი ისეთი მძიმეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის არ უარესდება, ეს გასაჭირი მაინც იმდენად მძიმეა, რომ ჩვენი პირველი პრიორიტეტია. შეიძლება იმას ისევე უჭირს, როგორც გუშინ უჭირდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც ეს გასაჭირი ძალიან მძიმეა,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ, რომლის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.
ეკონომიკის მინისტრი დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს. მინისტრმა რამდენიმე დღის წინ “ტვპირველის” ეთერში თქვა, რომ შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირთ, მაგრამ ეს ასე არ არის.