ელონ მასკი მარსზე გამგზავრებას გეგმავს?

{{ARTICLEIMAGE}}

ელონ მასკს სწამს, რომ დაახლოებით 70%-ია იმის შანსი რომ იგი მარსზე გაემგზავროს, განცხადებაში, რომელიც მან „HBO”-ს მისცა, იგი ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში მათ რამდენიმე სერიოზული გარღვევა მოახდინეს ამ კუთხით და ის სერიოზულად განიხილავს მარსზე გამგზავრებას.

თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც მარსზე პირადად სურს გამგზავრება, აჯობებს ფულის შეგროვება ეხლავე დაიწყოთ, რადგან როგორც ცნობილია ეს მგზავრობა დაახლოებით 100 000 დოლარიდან 1 მილიონ დოლარამდე ეღირება. თუმცა ”Teslas” და ”SPACEX”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გულისხმობს არა უბრალო ვიზიტს, არამედ
მარსზე გადაცხოვრების შანსებს.

შანსი იმისა, რომ მარსამდე მგზავრობისას დაიღუპოთ ბევრად დიდია,
ვიდრე დედამიწაზე, რადგან ღია კოსმოსში ამხელა მანძილზე გამგზავრება
ჯერ-ჯერობით არავის უცდია. – აცხადებს ელონ მასკი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მშვიდობიანად ჩააღწევთ მარსზე, მოგიწევთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობა, რათა შექმნათ ელემენტარული
საცხოვრებელი პირობები, რადგან ელონ მასკის გეგმა არ გულისხმობს ხომალდში ცხოვრებას. მისი თქმით, ბევრი ვერ გაუძლებს იმ პირობებში ცხოვრებას და სავარაუდოდ ბევრი დაიღუპება, თუმცა ეს მას არ აშინებს.

სამყაროში ძალიან ბევრი მთამსვლელია. ევერესტზე ასვლის თითქმის ყველა მცდელობაზე იღუპება ხალხი, თუმცა მათ ეს არ აჩერებთ, რადგან გამოწვევები იზიდავთ. – აცხადებს ელონ მასკი

ასეა თუ ისე, ელონ მასკის ამ განცხადებებს ძალიან დიდი გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში და როგორც გულშემატკივრები, ისე კრიტიკოსები აქტიურად ელოდებიან შემდეგ ნაბიჯებს.