“ერთმანეთს მოსაზრებები გავაგებინეთ” – იაგო ხვიჩია არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.  დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” ხვიჩია ამბობს, რომ თალაკვაძემ ის დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე სასაუბროდ დაიბარა და მისი მოსაზრებები მოისმინა.

“დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე და მითხრა, რომ მას ჩემთან შეხვედრა უნდოდა. არც კი მიფიქრია, რომ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს საუბარი. მას აინტერესებდა ის, რაც რეალურად მეც მაინტერესებდა. ჩვენი ინტერესები იყო საერთო, როგორ შეიძლება პოლიტიკური ტემპერატურის დაბლა დაწევა ქვეყანაში. მან მოისმინა ჩემი აზრი და მე ვუთხარი, რაც იყო ამისთვის საჭირო. მას აინტერესებდა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაწევს ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ტემპერატურას. მე მაინტერესებდა, რამდენად სერიოზულად იყვნენ ისენი განწყობილი ამაზე სასაუბროდ და თუ სერიოზულად ეს უნდოდათ, ამის მოღწევა შესაძლებელი იყო გარკვეული გზებით. მაგალითად, იმით, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გვყავდეს და ხალხს არ უნდა ვიჭერდეთ არჩევნების წელს მოლაპარაკებების პარალელურად. მეორე, სიტყვა უნდა შესრულდეს მეტწილად მაინც, რომ მე მქონდეს საშუალება და ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ საშუალება თქვან, ჩვენ გავაგრძელეთ ხელოსუფლებასთან საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ პირობა მეტნაკლებად შესრულებულია და ჩვენ დავივიწყოთ საუბარი იმაზე, რომ გადაგვაგდეს. ჩვენ თუ პარალელურად ვსაუბრიბთ იმაზე, რომ გადაგვაგდეს, იმაზე, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკი არ ღირს, მაშინ საუბარი არის შეუძლებელი” –  განაცხადა იაგო ხვიჩია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.