“ეს არის ჩემი ნივთები.. ვსო აახვეით ეხლა აქედან” – მსახიობ ანა ჩირაძის საკუთრებაში არსებული ფართი იმედა კახიანის მფლობელობაში აღმოჩნდა

დავა საცხოვრებელი სახლის გარშემო – მსახიობ ანა ჩირაძის საკუთრებაში არსებული ფართი იმედა კახიანის მფლობელობაში აღმოჩნდა. 

ანა ჩირაძის კუთვნილ ტერიტორიაზე, ამხანაგობა “ვერე 1999”-მა მრავალსართულანი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. ბიზნესმენ მურთაზ გვდიანს საცხოვრებელი 2005 წელს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ფართი, რომელიც მსახიობ ანა ჩირაძეს და დედამისს უნდა მიეღოთ, რამდენჯერმე მათ დაუკითხავად გაიყიდა. ბიზნესმენი მურთაზ გვიდიანი თაღლითობისთვის დაიჭირეს. სახლი, რომელიც ჩირაძის ოჯახს უნდა მიეღო მსახიობ იმედა კახიანის საკუთრებაში აღმოჩნდა.

“17 წელი ეს თაღლითი ადამიანი, არაფერს არ მეუბნება, მაპამპულავებს. ალბათ მოსყიდულიყავს ყველა. უსამართლობის განცდა ყველაზე ცუდია.ნახევარი ცხოვრება გავიდა, 17 წელი გავიდა. ეს არის ჩემი სახლი,  ჩემი ნივთები, ეხლა აქედან ყველაფერი გავა. აახვიეთ ეხლა ვსო აქედან.” – ანა ჩირაძე 

ანა ჩირაძის ოჯახმა უკვე მიმართა ვერის პოლიციას. დღეს მათ შეიტანეს განცხადება გვიდიანის წინააღმდეგ.