ეჭვი გვაქვს, რომ თადუმაძემ გიგი უგულავას დაჭერის დავალება მიიღო- ბექა ბასილაია

გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, თადუმაძემ მიიღო დავალება, რომ გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მიიღოს.

,,დღეს, როდესაც ამ სასამართლომ განაახლა ეს საქმე, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი. უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება”,- ამბობს უგულავას ადვოკატი.

მისი თქმით, ეჭვის საბაბი ბოლო დროს უგულავას წინააღმდეგ მიმართული ტენდენციაა.

ბასილაია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს, პროცესზე კი ის და უგულავა ვერ დაესწრებიან.