გამოკითხულთა 68% ფიქრობს,რომ 20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა – NDI

NDI- ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა – 43% 20-21ივნისს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. გამოკითხული მოსახლეობის 9% პასუხისმგებლობას ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას აკისრებს, 8% ენმ-ს.

მოსახლეობის უმრავლესობა – 68% ამბობს, რომ 20 ივნისს ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. 22% ფიქრობს, რომ ხელისუფკებამ აქციის დასაშლელად სათანდო ძალა გამოიყენა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.