გენო პეტრიაშვილი ვლადიკავკაზის ტურნირის გამარჯვებულია

 

{{ARTICLEIMAGE}}
თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიკავკაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის, ალანები 2018 ფინალურ ბლოკში სამი ქართველი მოჭიდავე გავიდა: ბექა ლომთაძე (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) ფინალში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი კი ირანელ ფალავანს დაუპირისპირდა

გენო პეტრიაშვილმა ბრწყინვალედ წარმართა ფინალური ორთაბრძოლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 10:1 დაამარცხა მეტოქე, ჯაბერ ტაგი. ქართველმა ფალავანმა ოქროს მედალი მოიპოვა.