იტალიაში კორონავირუსით 24 საათში 200 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსით 200 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სულ ვირუსით COVID19-ით იტალიაში 827 ადამიანია დაღუპული, კორონავირუსი უკვე დადასტურებული აქვს 13 000-მდე ადამიანს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწვყეტილებით ქვეყანა ერთ თვიან კარანტინშია. მას შემდეგ რაც იტალია წითელ ზონად გამოცხადდა, რომის პაპმა წირვების ონლაინ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. იტალიის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს მოერიდონ სახლიდან გამოსვლას თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი ქვეყანაში 3 აპრილამდე გაგრძელდება.