კარასინის განცხადება

6 თებერვალს რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის კომპანიასთან საბოლოო შეხვედრა გაიმართება, თუმცა ოფიციალური მოსკოვი ამ საკითხში სწრაფ გარღვევას არ ელოდება. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ-რუსულ მედიასთან გააკეთა. გრიგორი კარასინი ამბობს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შვეიცარიისა და მათი კომპანიის SGS-ის-ის წარმომადგენლებიც მიიღებენ. მისი თქმით, სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება, დაიწყება თუ არა 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების შესრულება. კარასინის განმარტებით, ტვირთები, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთში მიდის-საბაჟო პუნქტებზე დაფიქსირებული იქნება შვეიცარიული ფირმის მიერ, შემდეგ კი, შესაბამისი პლომბებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის-ტერიტორიებს გაივლიან და გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ეს პლომბები მოიხსნება.

საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. 2017 წელს კი ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის. დოკუმენტი ე.წ. სავაჭრო კორიდორების შექმნას რუსეთიდან საქართველოში და სომხეთში-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ითვალისწინებს ტვირთების მოძრაობას შვეიცარიელები დააკვირდებიან.