არ დასტურდება ვარაუდი ხილიანზე დამწვარ სახლში მცხოვრები ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა შს სამინისტროს ცნობით, ცხედარი არ არის აღმოჩენილი.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30-50 კვ.მ.
ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიულობით და საკუთარ სახლს ცეცხლი შარშანაც გაუჩინა.