{{ARTICLEIMAGE}}
ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უპასუხა. მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომკარგი იქნება თუ პრემიერ–მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება.
“დღეს გამარჯვებულია “ქართული ოცნება” და პოლიტიკურმა გუნდა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.