ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სუპერვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა ლებრონ ჯეიმსს საკუთარი წიგნი ,,Wizenard” გადასცა.
ეს წიგნი ლებრონ ჯეიმსის სკოლას, რომელიც მან საკუთარი ხარჯებით ააშენა, კობიმ საჩუქრად გადასცა. წიგნი ფენტეზის ჟანრისაა და მასში მოყოლილია ახალგაზრდა კალათბურთელებზე, რომლებსაც გარკვეული სუპერ ძალები აქვთ.
კობის თქმით, წიგნი ლეგენდარული მწვრთნელის ფილ ჯექსონის საკალათბურთო ხედვას იზიარებს და მისგან ახალგაზრდა მოთამაშეები ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან.
შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსმა საკუთარი სკოლა ერთი წლის წინ გახსნა და მის სკოლაში სწავლება ბავშვებისთვის უფასოა. კალათბურთის სუპერვარსკვლავი საკუთარ პირობას ასრულებს და სწორედ ეს არის მისი დევიზიც ,,I Promise” (პირობას ვდებ). სკოლის შესასვლელშიც მოსწავლეებს სწორედ ეს სლოგანი ხვდებათ. როგორც მოგეხსენებათ, ლებრონ ჯეიმსი ლიგაში მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებს, რომ სურს გაჭირვებული ოჯახების დახმარება და ახალგაზრდებისთვის სწავლის მიცემა.