ლაგოდეხში ავტომობილი ხრამში გადავარდა

ლაგოდეხში, სოფელ მაწიმთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.   ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

ის ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.