ლარის კატასტროფა – დოლართან მიმართებაში კურსი 3–ს აღწევს

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით დღეს დილიდან ერთი დოლარი 2.9171 ღირდა, თუმცა დილიდან კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს აღწევს.
„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა 2,99 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2,89 ლარად არის შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარი 2,985 ლარი ღირს, გაყიდვა კი 2,895 ლარად არის შესაძლებელი;

დაახლოებით მსგავსია კურსი სხვა კომერციულ ბანკებშიც.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დღეს 17 საათზე გამოაქვეყნა. ის დოლართან მიმართებაში 2.9321–ს შეადგენს.