„მაგ ბავშვს არ გავზრდით, არ გვინდა“ – არასრულწლოვანი დედა და ოჯახი ახალშობილზე უარს ამბობენ

ლაგოდეხში ძალადობის მსხვერპლმა არასრულწლოვანმა გოგონამ რამდენიმე დღის წინ ბავშვი  გააჩინა. ახალშობილი ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკაში იმყოფება. მასზე უარს ამბობს არასრულწლოვანი დედა და მისი ოჯახი. არასრულწლოვანი გოგონას განცხადებით, მან არ იცოდა ფეხმძიმობის შესახებ.

გოგონას  პოზიციას იზიარებს მისი ოჯახიც,რომელიც ბავშვის გაზრდაზე უარს აცხადებს.

„მაგ ბავშვს არ გავზრდით, არ გვინდა“-აცხადებს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის დედა.

სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია მოზარდის მიერ ბავშვის გაჩენის ფატზე ლაგოდეხის საავადმყოფოდან მიაწოდეს. 

გენეტიკური ექსპერტიზის ნიმუშები  ლევან სამხარაულის  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში  გაიგზავნება.