“მალავენ, რომ მოდებულია უკვე” – ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს მთავრობას რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი კარანტინში გადაიყვანოს

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, სოციალურ ქსელში რუსეთში კორონავირუსის გავრცელებაზე წერს, რომ რუსეთში მოდებულია ვირუსი თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყანა მალავს.  

„რუსეთში მძვინვარებს ვირუსი და საქართველოს მთავრობას ვთხოვ გაითვალისწინოს და ყველა რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი გადაიყვანოს კარანტინში ან თვითიზოლაციაში. მალავენ რომ მოდებულია უკვე და იქ მცხოვრები მეგობრებისგან ვიცი რომ ცუდი მდგომარეობაა!“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი. 

რუსეთში ამჟამად ოფიციალრად  კორონავირუსის 45 შემთხვევაა დაფიქსირებული.