“მარნეულის და ბოლნისის აცილება შეიძლებოდა“– მიხეილ სააკაშვილი(ვიდეო)

“მარნეულის და ბოლნისის აცილება შეიძლებოდა თავიდან, დროზე რომ ჩამოგვეტანა ეს ტესტები და ეს ქალბატონი და სხვები დროზე რომ გასინჯულიყვნენ – ახლა ტესტები არის მთავარი!“– ამის შესახებ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ემიგრანტებს საკუთარ ყვარლის სახლს სთავაზობს.

“რაც შეეხება ემიგრანტებს – სანამ მათი ფულით ივსებოდა საქართველოს ბიუჯეტი, ემიგრანტები ყველას უნდოდა და ახლა როცა მათ გაუჭირდათ და საკუთარ ქვეყანაში მოაშურეს, მათ არ უშვებს საკუთარი მთავრობა!
არ არის ემიგრანტების პრობლემა, რომ თქვენ ვერ შექმენით საკარანტინო ბაზები.
მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს იქ მოვათავსებ – უკვე მყავს ორი მოხალისე ექიმი, რომელიც მათ მოუვლიან.

ეკონომიკას რაც ეხება:
ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გეგმები, რომელიც მაგალითად ბანკების მფლობელების ქონებას გადაარჩენს – საკმარისად ძარცვეს ეს ქვეყანა ბოლო წლებში!
მე ვთავაზობ TBC ბანკს, საქართველოს ბანკს, ქართუს, შექმნან სოლიდარობის ფონდი, თავისი ბოლო წლების მოგებების ნახევარი მაინც გადარიცხონ
ამ სოლიდარობის ფონდში, რათა დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულს.
ყველაფერი გამოგვივა… ოღონდ რათქმაუნდა, დავუჯეროთ ექიმებს და დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში!“– ამბობს სააკაშვილი.