მძღოლს მგზავრი გვერდით არ უნდა ეჯდეს – ახალი რეგულაციები ტაქსით მგზავრობისას

თბილისის მერიის განცხადებით, მგზავრების გადაყვანის დროს ტაქსებში ფანჯრები ჩაწეული უნდა იყოს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

გარდა ამისა, მგზავრი ტაქსის მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს, ხოლო უკანა სავარძელზე მაქსიმუმ ორი ადამიანი უნდა მოთავსდნენ, ერთმანეთის დისტანციით.

“მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას –  დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.