მერე ალბათ, ერთჯერადი ბარძიმს და გასაბერ ეკლესიას მოითხოვენ“ – მამა შალვა ზიარებაზე

მერე ალბათ, ერთჯერადი ბარძიმს და გასაბერ ეკლესიას მოითხოვენ“  – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა შალვა კეკელიამ, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. სასულიერო პირი ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას წარმოუდგენელ მოთხოვნად მიიჩნევს. 

„მაცხოვარმა ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე დაგვიწესა ზიარების საიდუმლო, რომელიც უმნიშვნელოვანესია და გვითხრა, რომ „ზიარების აღსრულებით თქვენ გამიხსენებთ მე“. დღეს აჟიოტაჟი ატყდა ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით. ეკლესიას ზოგიერთი ადამიანი იმაში ადანაშაულებს, რომ ეპიდემიის გავრცელებას ზიარების მეშვეობით ცდილობს. ეკლესიას იმასთან დაკავშირებით აძლევენ რჩევებს, რომ ზიარებისთვის პირადი კოვზები წამოიღონ. რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. 21-ე საუკუნის განმავლობაში ადამიანები ეზიარებიან და ერთი შემთხვევაც არ არსებობს, რომ ამის მეშვეობით რამე ეპიდემია გავრცელებულიყო. პირიქით, ზიარება ადამიანს კურნავს. ისეთი ადამინები საუბრობენ ამ ზიარებაზე ეკლესიაში საერთოდ რომ არ დადიან. წირვას არ ესწრებიან. წარმოუდგნელი რაღაცაა, რომ ეკლესიამ რეკომენდაცია გაუწიოს ერთჯერად კოვზებს. მერე ერთჯერადი ბარძიმები იყოსო. მერე გასაბერი ეკლესიები. საქილიკო გახადეს ყველაფერი. ზიარების ისტორია არ იციან,“ – განაცხადა მამა კეკელიამ.