მეუფე იაკობი ხელისუფლებას და ოპოზიციას აფრთხილებს. დასჯილი მიტროპოლიტის პირველი წირვა ბოდბეში

მწვავე განცხადებების გამო საპატრიარქოს მიერ დაკისრებული სასჯელიდან ორი თვის გასვლის შემდეგ
ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტმა ბოდბის ეკლესიაში პირველი საკვირაო წირვა აღავლინა, ღვდელმსახურების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფე იაკობის ქადაგება პოლიტიკურ აქცენტებსაც შეიცავდა:

“ქართველი ხალხი იმით არ ვართ დაკავებული, რომ ვიღაცას სკამები შევუნარჩუნოთ. მოიქცნენ ისე, რომ იმსახურებდპნენ იმ სკამებს. აბსოლუტურად იმსახურებდნენ, თორემ ჩვენ მოგვყავს და ჩვენ ვუშვებთნ ყველს და არავის არ ეგონოს ეხლა, თუ ხელისუფლება არ იქცევა ისე როგორც უნდა ექცეოდეს, ოპოზიციას არ ეგონოს, რომ ისინი იქცევიან ისე როგორც საჭიროა.ერთის ცუდი მეორის სხვა საქციელებს არ ამართლებს.

რაც ქარველ ერს უნდა ის უნდა გააკეთოს ყველამ, პოზიციამაც და ოპოზიციამაც და მთლიანად ერმა. “–განაცხადა მეუფე იაკობმა.