მორწმუნე რომელსაც სჯერა, რომ შეუძლია ეკლესიაში სიარულით გადარჩეს, არ არის მორწმუნე – იტალიელი ჟურნალისტის მიმართვა ქართველებს

იტალიელი ჟურნალისტი რობერტო ალესი,  გიორგი გაბუნიას გადაცემა პოსტფაქტუმში  აცხადებს, რომ იტალიაში ძალიან ბევრი სასულიერო პირია გარდაცვლილი, მიუხედავად იმისა რომ ეკლესიები დაკეტილი არ არის იქ მაინც არავინ დადის. აკრძალულია 2 ზე მეტი ადამიანის ერთად ყოფნა და ცხოვრება მკაცრ წესებში უწევთ.

“მორწმუნე რომელსაც სჯერა, რომ შეუძლია ეკლესიაში სიარულით გადარჩეს, არ არის მორწმუნე. ისტორიასაც ბევრი აქვს ასეთი მაგალითი, როდესაც ჟამიანობის დროს ადამიანები ეკლესიაში მიდიოდნენ ავადმყოფობისგან დასაცავად და პირიქით ხდებოდა, ამ დროს კიდევ უფრო ავადდებოდნენ. ძალიან ბევრი სასულიერო პირია იტალიაში გარდაცვლილი.. ძალიან ბევრი.  ის რომ ეკლესიაში არ დავდივარ ჩემთვის დიდი მსხვერპლია მარა ამ მსხვერპლს ღმერთი მოითხოვს, რომ ოჯახებს გავუფრთხილდე. იტალიაში ეკლესიბი დახურული არ არის მაგრამ იქ არავინ მიდის და ყველა სახლში ვლოცულობთ.”- განაცხადა რობერტო ალესიმ გიორგი გაბუნიასთან.