“მსგავსი რამ არ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი” – ფადი ასლი

“მსგავსი რამ არ  ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი” -ამ  განცხადებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა საქართველოში ბიზნესგარემო შეაფასა.
ფადი ასლი ამბობს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ყველა კომპანიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ან მის გარემოცვას არ ეკუთვნის.
„ერთი რამ ცხადია, საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მეექვსე ადგილზეა. ამას აღარავინ დაიჯერებს. ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან,რომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს, სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში უამრავ ინვესტორს შექმნა აქ პრობლემა. 20 წელია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და არ მახსოვს,რომ მსგავსი რამ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი.დღეს საქართველოში თავისუფალი მხოლოდ ის კომპანიებია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით. რომელია თავისუფალი?- თიბისი, ანაკლია, ფრესკო თუ ომეგა. ვიდრე მთავრობა უარყოფს ასეთი ვითარების არსებობას სიტუაცია იგივე დარჩება, ხელისუფლებამ, უნდა შეწყვიტოს ზეწოლა კომპანიებზე. დღეს მთავრობას აღარავინ ენდობა და ინვესტორებისთვის ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,“-განაცხადა ფადი ასლიმ.