მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 12 962-ია.

ვირუსისგან განიკურნა 94 639 ადამიანი.

ამ მომენტისთვის, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტი ევროპაა, განსაკუთრებით კი იტალია. იქ ბოლო 24 საათის განმავლობაში 793 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის პიკშია ესპანეთიც, სადაც 1 დღე-ღამეში კორონავირუსით 285 ადამიანი დაიღუპა, 3800-ზე მეტ პაციენტს კი ვირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში COVID 19-ის 49 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 5 დღეს დაფიქსირდა. ქვეყანაში დღეს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა. ამ რეჟიმში საქართველო 1 თვის განმავლობაში იქნება.