{{ARTICLEIMAGE}}როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის 3 იანვარს მთვარეზე ჩინური კოსმოსური აპარატი Chang’e დაეშვა. ეს აპარატი მთვარის შეუსწავლელ ზედაპირზე დაეშვა.
ზედაპირის შესწავლის გარდა მას ევალებოდა ბამბის ყვავილის ჩარგვა, რათა მეცნიერებს გაერკვიათ შესაძლებელი იყო თუ არა მთვარეზე მცენარეების გახარება. როგორც ბოლო ინფორმაციით გაირკვა, ბამბის ყვავილმა ვერ გაიხარა და გახმა. ამის მიზეზად მეცნიერები მთვარის ღამეს ასახელებენ, რადგან ამ დროს ტემპერატურა -170 გრადუსამდე ეცემა. ამის შესახებ გამოცემა ”სინჰუა” წერს.