N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს, – ინფორმაციას  სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს. მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს.

ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმიური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება).

იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

პოპულარული

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას...

მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა – აი, აქ ვარ – ილია თოფურია

"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს,...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის...

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი იქნება – დეკანოიძე

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი...

ოცნების ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მის შვილზე ციხეში ძალადობენ

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს...

ყველა ამბავი

ოცნების ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მის შვილზე ციხეში ძალადობენ

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ მათ შვილზე, გიორგი დავითაძეზე, რუსთავის ციხეში ბადრაგების მხრიდან ფიზიკური...

ხალხს მანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას მოტყუებით დაჰპირდა – 1 პირს ბრალდება წარედგინა

რუსთავში, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ გამცხადებაში."გამოძიებით დადგინდა,...

კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.შსს-ს ცნობით, ბრალდებული კაცი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებით...

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

" ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე "  - ამის შესახებ "ქართული ოცნების"...

24 საათში, განადგურებული ან დაზიანებულია რუსეთის 2 219 სამიზნე – რობერტ მადიარ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი. აცხადებს, რომ 24 საათის განმავლობაში განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 2 219...

არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში: მემარცხენე პარტია და AfD იმარჯვებენ

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანდტაგის არჩევნებში, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ბერლინის დეპუტატთა პალატის არჩევნებში კი პირველ...

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე „ნავთობის ინდუსტრიის საკვანძო საწარმოსა და ლოგისტიკურ ობიექტზე“ დარტყმები და, მათ...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებას, — მიიჩნევს...

ბრაზილიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოკვლა სურდა. რატომ ქმნის ეს იურიდიულ პრეცედენტს

„მე მას 50 ათასი შევთავაზე, რომ მე და ჩემი შვილი მოეკლა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა.“ „მინდოდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. Європейська правда-ს კორესპონდენტი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ეს...