Google-მა Huawei-ს Android-ის გამოყენების ლიცენზია ჩამოართვა

Google-მა Huawei-სთან კონტრაქტი შეწყვიტა და Android-ის გამოყენების ლიცენზია ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

ბოლო პერიოდში ჩინური კომპანიის მიმართ არაერთი სანქცია დაწესდა. ამის მიზეზი დონალდ ტრამპისა და ამერიკის მთავრობის პოლიტიკაა. ისინი Huawei-ს ბრალს დებდნენ, რომ ჩინური კომპანია ინტერნეტს ამერიკელი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მისაღებად იყენებდა.

Google ან Huawe ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა როიტერი ამტკიცებს, რომ სანდო ანონიმური წყაროსგან დაზუსტებით შეუძლიათ იმის თქმა, რომ ამერიკული ტექნოგიგანტი Huawei-ს ძალიან მკაცრ სანქციას დაუწესებს. თუ რამდენად დიდი იქნება ეს სანქცია, ამაზე ჯერ-ჯერობით ფიქრობენ Google-ის მმართველები. თუმცა იმის თქმა დაზუსტებით შეიძლება, რომ Huawei-ს სმარტფონების მეპატრონეებს სისტემურ განახლებებზე წვდომა აღარ ექნებათ და მომავალი სმარტფონები ვეღარც Google Play Store-სა და Gmail-ის გამოყენებას შეძლებენ. ეს კი სმარტფონის გაყიდვებს საგრძნობლად შეამცირებს.