{{ARTICLEIMAGE}}
16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია მიიღებს.
დღევანდელი ბრიფინგიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ აქცია დედაქალაქში, ასევე, სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მანიფესტაცია თელავში ჩატარდება.
“ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომ ხელისუფლების წევრებამდე გაბრაზებული ამომრჩევლის ხმა მიიტანონ. 16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში”,განცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 16 დეკემბერს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.