“ქართული ოცნება” – 19%, “ნაციონალური მოძრაობა” – 9%, არცერთი- 45% – NDI

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, “ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 19% უჭერს მხარს, ენმ-ს 9%, 4%-4% ევროპულ საქართველოს და “პატრიოტთა ალიანს” აქვს.  მოსახლეობის უმრავლესობა – 45%, არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი აქვს თუ არა, ვის მისცემს ხმას, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას – 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.