რეკომენდაციები და ხშირად დასმული კითხვები- კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობამ ვებ-გვერდი შექმნა

საქართველოს მთავრობამ ვებ-გვერდი შექმნა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული.

stopcov.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დასმული კითხვები და ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, stopcov.ge-ზე მოქალაქეებს ცოცხალ რეჟიმში ექნებათ საშუალება, თვალი ადევნონ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ვებ-გვერდი ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მუშაობს. კორონავირუსის შესახებ სტატისტიკა ყოველ დღე, 21:30 საათზე განახლდება.

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში იმყოფება 137 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 62.