როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება – ძიძიგური

უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სხდომაზე ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”  გააკრიტიკა.

“მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა გამოხატულია მის კულტურაში, მის ცეკვაში, მის სიმღერაში, ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში მათ შორის, ღვინოში და საქართველოს ეკლესიაშიც. საქართველოს ეკლესიაში იმიტომ, რომ ჩვენი კულტურა, ესაა ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას. როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ამას მე ვამბობ „კონსერვატორების“ სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს” -განაცხადა  ძიძიგურმა.