საბურთალოს ხაზზე მეტრო გაჩერებულია

თბილისში მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, მეტროსადგურ წერეთელზე ძველ საკაბელო სისტემაში ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მეტროს მუშაობა შეფერხდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა განახლდება.