“სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს”- მაიკო კაჭკაჭიშვილი სასწრაფო დახმარების ექიმებს

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ მის 89 წლის ბებიას ასაკის გამო უყურადღებოდ მოექცნენ.

“სიბნელე აღარ ქვია ამას 112 – ის ექიმებს სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ ჯერ უცოდინრობისთვის და მერე სასტიკი გულგრილობისთბის! რადგან 89 წლისაა ჩემი ბებო რომელიც სამყროს მირჩევნია ასაკის გამო აღარც თვლიან საჭიროდ თუნდაც ის გამაგებინონ რომ კარდიოგრამა ინფარქტს აჩვენებს!ეხლა ვიგებ კარდიოექსპეესისგან როცა მანამდე სამჯერ მყავდა 112 ს ბრიგადა გამოძახებული! სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს!”