საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მეორე პაციენტს პირველადმა ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა. მას 24 სააათში კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ტესტირება და იგივე პასუხის შემთხვევაში, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

მას ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს. ტესტირება გუშინ, მე-15 დღეს ჩაუტარდა.  

ეზუგბაიას თქმით, გუშინ 21 პაციენტს გაუკეთეს ტესტირება, მათგან 15-ს უარყოფითი პასუხი დაუდგინდა, დანარჩენი 6 პაციენტის შედეგი კი დღეს გახდება ცნობილი.