საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30–მდე გაიზარდა

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განახლდა ინფორმაცია და საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობას ხუთი ადამიანი დაემატა. სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. ჯერჯერობით არ ვრცელდება დეტალები, ვინ არის ახლად გამოვლენილი ხუთი ადამიანი და როგორ მოხდა მათი დაინფიცირება.  ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეციმში რჩება 418 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54.